...

ბაიერნი 5:1 მ.ბორუსია - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 5:1 გაანადგურა და მატჩის შემდეგ "ალიანს არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა მატჩი შეაფასეს.

იუპ ჰაინკესი: "დღეს 20 წუთი დაგვჭირდა იმისათვის, რომ რეალური თამაში დაგვეწყო. თუმცა ნელ-ნელა რითმი დავიჭირეთ და ორი გოლიც მალე გავიტანეთ. შესვენების შემდეგ კი საკმაოდ ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ბევრი ოსტატური კომბინაციით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ის მოთამაშეებიც კი, რომლებიც ძირითადში ხშირად ვერ ხვდებიან, ძალიან მოტივირებულები არიან და კარგად თამაშობენ."

დავიდ ალაბა: "თამაშში შესვლა გაგვიჭირდა. "გლადბახმა" დასაწყისში ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, მაგრამ დროულად წამოვდექით და საკუთარი თამაში ვიპოვეთ. მარჯვენა ფეხს ბოლო წლების განმავლობაში უფროდაუფრო ვანვითარებდი და მოხარული ვარ, რომ დღეს ამან გაამართლა. ჩვენი მიზანია, რომ ასე გავაგრძელოთ და მივიდეთ იმ დონემდე, რომელიც მთავარ მწვრთნელს სურს."

დიტერ ჰეკინგი ("მ.ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი): "დღეს გაბრაზებული ვარ. ყველამ იცის, რომ "ბაიერნს" ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი თამაშის დატრიალება, მაგრამ ის, რაც 1:3-ს შემდეგ მოხდა მიუღებელია. ამის შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვიცავდით და მეტოქეს ყველაფრის უფლებას ვაძლევდით. მეტოქე სიამოვნებას იღებდა, ჩვენ კი უბრალოდ თამაში აღარ გვინდოდა. ეს კი ძალიან ცუდია."

კრისტოფ კრამერი ("მ.ბორუსიას" ნახევარმცველი): "საწყის 20 წუთში კარგად ვითამაშეთ. იმისათვის, რომ "ბაიერნთან" წარმატებას მიაღწიო საჭიროა შენი თამაში დაიჭირო და ბურთიც მოიპოვო. გაშვებული ბურთის შემდეგ კი ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო თამამად გვემოქმედა და დაცვაში ღრმად არ ჩავმჯდარიყავით."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა