დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რობერტ ლევანდოვსიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ერლინგ ჰოლანდის ბაიერნში შესაძლო გადმობარგებას ეხებოდა. ჟურნალისტმა პოლონელ ფორვარდს ჰკითხა, თუ შეუძლია მას და ჰოლანდს ერთდროულად წარმატებით თამაში, რაზეც 33 წლის ფორვარდმა უპასუხა:
'თუ ჩვენ ერთად ერთი ან ორი კვირა ვივარჯიშებთ, ამის შემდეგ მეტის თქმა შემეძლება. ის სხვა ტიპის მოთამაშეა, მე სხვა.
ჰოლანდი ტოპ კლასის ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ ის ბუნდესლიგაში თამაშობს და ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს, თუ რამდენად კარგი მოთამაშეა', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.