...

ნიკლას ზიულე - ნათელი მომავალი

2017 წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმიდან" 21 წლის ნიჭიერი გერმანელი ცენტრალური მცველი, ნიკლას ზიულე, 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ყველა ელოდა, რომ ნიკლასი გაცილებით გამოცდილი ჟერომ ბოატენგისა და მატს ჰუმელსის რეზერვისტი იქნებოდა, რამდენიმე თამაშში მიიღებდა ძირითადში დაწყების შესაძლებლობას და სადებიუტო სეზონში მხოლოდ გამოცდილებას დააგროვებდა. თუმცა სეზონი უკვე სრულდება და ზიულეს ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად 41 თამაშია, აქედან 29 სასტარტოში დაიწყო და საერთო შთაბეჭდილება - ფანტასტიკური, "ბაიერნმა" შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და დაცვის ცენტრში პრობლემები შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდით მოაგვარა.

ზიულემ სახელი ჯერ კიდევ 2015/16 წლების სეზონში გაითქვა, რომლის შემდეგაც რიოში ოლიმპიადაზე გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამას "ჰოფენჰაიმში" ჩატარებული მორიგი წარმატებული სეზონი და უკვე გერმანიის ძირითად ნაკრებთან ერთად მოგებული კონფედერაციის თასი მოჰყვა.

ორი მაღალი დონის სეზონი საკლუბო დონეზე, ორი ძლიერი ასპარეზობა საერთაშორისო დონეზე - ალბათ იყო დრო, რომ ნიკლასს კარიერაში ახალი ნაბიჯი გადაედგა და მიუხედავად ლონდონის "ჩელსის" აქტიურობისა, მან გერმანიაში დარჩენა ამჯობინა, ხოლო გერმანიაში განვითარების გზაზე მყოფი მოთამაშეები გეზს მიუნხენისკენ იღებენ ხოლმე.


იმის ფონზე, რაც თანამედროვე სატრანსფერო ბაზარზე ხდება, მიუნხენურმა კლუბმა ახალგაზრდა, საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ნიჭიერი ცენტრალური მცველი საკმაოდ იაფად შეიძინა - მხოლოდ 20 მილიონ ევროდ. ზიულემ კი იმედების გამართლება უკვე პირველივე თამაშიდან დაიწყო, როდესაც ლევერკუზენის "ბაიერთან" სეზონის გახსნით მატჩში დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ თავით ანგარიში გაეხსნა და სეზონის პირველი გოლი გაეტანა.

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზიულეს თავიდანვე საკმაოდ ბევრი შანსი მიეცემოდა, მაგრამ ეს გარემოების შედეგი იყო - სეზონის სტარტზე ბოატენგი და ჰუმელსი რიგ-რიგობით იმტვრეოდნენ, რაც ახალგაზრდა ნიკლასს ახალ-ახალ შესაძლებლობებსა და თავის წარმოჩენის შანსებს აძლევდა. შეიძლება ითქვას, რომ მას გაუმართლა, მაგრამ ერთია მიიღო ასეთი შანსი და მეორე - ამ შანსის გამოყენება, თანაც უბრალოდ ფანტასტიკურად!

ნამდვილი მონსტრი!


ერთი შეხედვითაც მარტივად ჩანს, რომ ნიკლას ზიულე ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა. სიმაღლე - 1.95 სმ, წონა - 89 კგ. ნიკლასი საკუთარ საჯარიმოში ნამდვილი მონსტრია, რომელიც მეტოქე გუნდის თავდამსხმელებს საჰაერო და მიწიერი ორთაბრძოლების დროს უბრალოდ შანსს არ უტოვებს. როგორც ხედავთ, ნიკლასს ბუნდესლიგის ამ სეზონში უფრო მეტი ორთაბრძოლა (საერთო ჯამში) აქვს მოგებული, ვიდრე ბოატენგსა და ჰუმელსს.

ნიკლასის სახით მიუნხენურ გრანდს დაცვის ცენტრში ახალი ტიპაჟი შეემატა - ჰუმელსი და ბოატენგი უფრო თანამედროვე მცველები არიან, შედარებით მსუბუქი აღნაგობით, დახვეწილი ტექნიკითა და ფანტასტიკური პირველი პასით. ხოლო ზიულე ახალი მოცემულობაა - ტანმაღალი, ფიზიკურად ძლიერი დამცველი, რომელიც ორთაბრძოლებში მართლაც მონსტრია და შეუძლია, რომ საჰაერო ორთაბრძოლები, როგორც საკუთარ, ისე მეტოქის საჯარიმოში, "ბაიერნის" პლიუსად აქციოს.

ზიულე - სრულფასოვანი ცენტრალური მცველი


ნიკლასის ფიზიკურ სიძლიერეზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი დროა, რომ მის უფრო სასიამოვნო ძლიერ მხარეებზე გადავიდეთ. ზემოთ აღინიშნა, რომ ჰუმელსსა და ბოატენგს ფანტასტიკური პირველი პასი აქვთ, ხოლო ზიულე უფრო "მონსტრის" აგებულების მცველია, მაგრამ საინტერესოა, რომ ის გამოცდილ თანაგუნდელებს პასების სიზუსტეში კიდევ უფრო დიდი უპირატესობით აღემატება, ვიდრე მოგებულ ორთაბრძოლებში.

რატომ? პასუხი მარტივია, ნიკლას ზიულე მხოლოდ "მონსტრი" არ არის, თავისი ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით ის საკმაოდ მოქნილი, დახვეწილი და თანამედროვე ტიპის ცენტრალური მცველია. არც ის იფიქროთ, რომ ნიკლასის ეს სტატისტიკური მაჩვენებელი მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ზიულე მოკლე, მარტივ პასებს აკეთებს, ხოლო ბოა და მატსი უფრო გრძელ, შეტევების დამწყებ გადაცემებს. რა თქმა უნდა, ამ კომპონენტში, ბოატენგი უდავო ლიდერია, მაგრამ ზიულესაც მშვენიერი პირველი პასი აქვს.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნიკლასს ბურთთან ურთიერთობა მშვენივრად გამოსდის და ამავდროულად, ჭკვიანი მოთამაშეა. მის სადებიუტო სეზონში მკაფიოდ გამოჩნდა თუ რა უპირატესობა აქვს ზიულეს ბოატენგთან მიმართებაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თვალი აშკარად გატყუებს - საოცარ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ჟერომი უფრო "ტლანქია", ვიდრე ტანმაღალი და ერთი შეხედვით მოუქნელი ნიკლასი. ზიულე უფრო ინტელექტუალური მცველია და ერთი-ერთზე ორთაბრძოლების დროს კონცენტრაცია ბურთსა და მოთამაშეზე აქვს, ხოლო ჟერომი ზოგჯერ ინსტიქტებს მიენდობა ხოლმე.

ძლიერი მენტალიტეტი


შესანიშნავი სათამაშო და ფიზიკური შესაძლებლობების გარდა ნიკლასს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რომელიც წარმატებისათვის აუცილებელია - ძლიერი მენტალიტეტი, მტკიცე ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა. პრინციპში, უკვე ეს მხოლოდ 1 თვისება არ არის, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების წყურვილი შეგვიძლია ძლიერ მენტალიტეტში გავაერთიანოთ, თანაც არც ის დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 22 წლის ბიჭზე ვსაუბრობთ.

ნიკლას ზიულეს თამაში მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში, როგორც პეპ გვარდიოლა იტყოდა, უბრალოდ სენსაციური იყო! ნიკლასი "რეალის" წინააღმდეგ "Fucking ძალიან მაგარი" იყო...შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ "ბაიერნის" გულშემატკივრები რაღაცას აბუქებენ, მაგრამ შეგიძლიათ დაჯდეთ და გადაახვიოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი, ის უბრალოდ საუკეთესო იყო მინდორზე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაზე გამოუცდელი იყო.

ზიულემ "რეალის" წინააღმდეგ ყველა კომპონენტში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა - დაცვაში უშეცდომოდ იმოქმედა, კრიშტიანუ რონალდუს გასაქანი არ მისცა და ერთ-ერთ ეპიზოდში მის წინააღმდეგ შესანიშნავი "ბლოკიც" განახორციელა. ყველაზე შთამბეჭდავი კი მისი შეტევებში ჩართვები იყო - აბა გახსოვთ ვინ გაუკეთა საგოლე პასი ხამეს როდრიგესს? ზიულემ. ვინ გააკეთა გამჭოლი გადაცემა ფრანკ რიბერიზე, როდესაც მარცხენა ფრთაზე თითქმის გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებოდა? ზიულემ. შეტევის მარცხენა და მარჯვენა ფლანგი ვახსენეთ და ცენტრალურ მცველზე ვსაუბრობთ, მცველზე, რომელიც 1.95 სმ სიმაღლისაა - ეს ხომ სრული სიგიჟეა? ამას ხომ უბრალოდ ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ გააკეთებს? ნიკლასი ნამდვილი მებრძოლია, რომლითაც მიუნხენის "ბაიერნის" ქომაგები უკვე ძალიან ამაყობენ!

უნაკლო არავინ არის


მიუხედავად შთამბეჭდავი სეზონისა, იუმორისა და ტროლინგის მოყვარულ ხალხს ნიკლასის გაკრიტიკების საშუალება მაინც აქვს. თუ ამ სეზონში მის მიერ გატანილ გოლებს დავთვლით უცნაურ რიცხვს მივიღებთ - -1. არითმეტიკა მარტივია - 5 გატანილი გოლი, აქედან 3 საკუთარ კარში. ნიკლასმა ბუნდესლიგის 40 წლიანი ანტირეკორდი გაიმეორა, როდესაც "კიოლნის" წინააღმდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.


ეს ნიკლასის სამივე ავტოგოლია და აშკარაა, რომ მას სამივე მომენტში ძალიან არ გაუმართლა, უფრო მეტიც - პირველი ორი გოლის დროს ზიულეს დანაშაული საერთოდ ნულის ტოლფასია, უბრალოდ ცუდ დროს ცუდ მომენტში აღმოჩნდა.


დამაინც, უნაკლო არავინ არის და არც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ფაქტს თავად ზიულეც იუმორის კუთხით უყურებს. "შტუტგარტთან" სეზონის ბოლო სამარცხვინო თამაშის შემდეგ, რომელიც გუნდმა შინ 1:4 წააგო, ნიკლასმა ბრწყინვალე კომენტარი გააკეთა: "დღეს ჩვენ ამაზრზენად ვითამაშეთ, მათ შორის მეც. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ კარში მაინც არ გამიტანია".

ზოგი ავტოგოლების შემდეგ დეპრესიაში ვარდება, ზიულე კი ამ ყველაფერს ეგუება და იუმორის კუთხით უდგება. დიახაც, შეცდომები სამარცხვინო არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს უნებლიედ ხდება.

ნათელი მომავალი


ბოლოსკენ კი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოვიტოვეთ. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ არა შემდგარ, უკვე 30 წელს მისულ მოთამაშეზე, არამედ 22 წლის ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს. ნიკლას ზიულემ დაამტკიცა, რომ მას აქვს აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური მცველი და "ბაიერნის" დაცვის ლიდერი გახდეს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რომელიც მთელი სეზონია ამბობს, რომ გამოცდილი თანაგუნდელებისგან სწავლა და განვითარება სურს. ნიკლასი დიდი პროფესიონალიც არის და უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტის ჩვენებას ეცდება.

ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთი ბრწყინვალე ბიჭი გვყავს, რომელმაც "ბაიერნის" მაისურით ფანტასტიკური სადებიუტო სეზონი ჩაატარა და ნათელი მომავლის იმედი დაგვიტოვა. თუ ამ ბლოგის არ გჯერათ, მაშინ დაუჯერეთ ადამიანს, რომელსაც "რეკორდმაისტერისთვის" კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია - იუპ ჰაინკესმა ზიულე მომავლის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელა. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია და თემის გაგრძელება ფასს დაკარგავს.

ბოლოსკენ კი მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ფეხბურთში თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია. უნდა შევეგუოთ იმას, რომ უკვე მომავალი წლიდან "ბაიერნის" მაისურით ფილიპ ლამის გარდა ვერც ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს ვიხილავთ, იუპ ჰაინკესიც მიდის...თუმცა მანამ, სანამ იარსებებენ ისეთი ტალანტები, როგორებიც იოზუა კიმიხი და ნიკლას ზიულე არიან, "ბაიერნის" ქომაგებს უბრალოდ არ გვექნება დრო იმისათვის, რომ ნოსტალგიას მივეცეთ და უკვე წასული ლეგენდები მოგვენატროს. რეალურად ასეც უნდა იყოს - უმჯობესია იზრუნო მომავალზე, ვიდრე მიტიროდე წარსულს და სასიხარულოა, რომ "ბაიერნს" მომავალი აქვს - კიმიხმა უკვე დაგვავიწყა (ცოტათი მაინც) ერთი ლეგენდა, ახლა ზიულეს ჯერია, რომელიც ძალიან მალე "ბაიერნის" ცენტრალური დაცვის ლიდერად უნდა მოგვევლინოს. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი ნიკლას ზიულე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა