ბაიერნი - გროიტერ ფიურტი: ვინ დააკლდება ნაგელსმანს აღნიშნული მატჩისთვის?

ბაიერნი - გროიტერ ფიურტი: ვინ დააკლდება ნაგელსმანს აღნიშნული მატჩისთვის?

ხვალ, 20 თებერვალს, ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ გროიტერ ფიურტს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას იულიან ნაგელსმანის გუნდი სერიოზული დანაკლისით ხვდება - გერმანული მედიის ინფორმაციით, ბაიერნს ჯანმრთელობის გამო სერჟ გნაბრი დააკლდება, ფეხბურთელმა გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და დიდი ალბათობით, არც კვირას გასამართ შეხვედრაში იქნება ხელმისაწვდომი. გარდა გნაბრისა, ბაიერნი მეორე ვინგერს- კინგსლი კომანსაც მოისაკლისებს, ფრანგმა მოთამაშემ ზალცბურგთან შეხვედრაში დაზიანება მიიღო.

გარდა ვინგერებისა, მიუნხენელებს მანუელ ნოიერიც დააკლდება, გერმანელმა კიპერმა ცოტა ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ასევე, საეჭვოა 18 წლის ჯამალ მუსიალაც ყოფნაც - ახალგაზრდა მოთამაშემ შიდაიზოლაცია ახლახანს დაასრულა და ფიზიკურად 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ არის.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.


19-02-2022, 15:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0