მიულერის ახსნა: რატომ მოიგო ოქროს ბურთი მესიმ და არა ლევანდოვსკიმ?

მიულერის ახსნა: რატომ მოიგო ოქროს ბურთი მესიმ და არა ლევანდოვსკიმ?

მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელის, ტომას მიულერის განცხადებით, ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ გამარჯვებულს ჟურნალისტები ავლენენ:

'ყველამ ვიცით, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებულს ჟურნალისტები ასახელებენ და სწორედ ამიტომ მოიგო ლიონელ მესიმ. თუმცა, ჩვენ მიუნხენში განსხვავებული აზრი გვაქვს, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ როგორ თამაშობს ლევანდოვსკი.

ნორმალური ამბავია, რომ მაგალითად, ეგვიპტეში საუკეთესო მოჰამედ სალაჰი მიაჩნიათ. მე ეს მესმის, რადგან ყველა ქვეყანას სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მათ წარმოაჩენს. იგივე სიტუაციაა სამხრეთამერიკელ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებთანაც, რომლებმაც მესის გამოსვლას კოპა ამერიკაზე უყურეს.

ცხადია, არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია, ყველას თავისი ფავორიტი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ფეხბურთში მთავარი არა ინდივიდუალური ჯილდოები, არამედ ისაა, რაც მოედანზე ხდება
', - განაცხადა მიულერმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, ლიონელ მესიმ ლევანდოვსკის აჯობა და კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთს დაეუფლა.


21-02-2022, 00:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0