გერმანული მედია: ტოლისო ზაფხულში ბაიერნს სავარაუდოდ მაინც დატოვებს

გერმანული მედია: ტოლისო ზაფხულში ბაიერნს სავარაუდოდ მაინც დატოვებს

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბუნდესლიგის გასულ ტურში, გროიტერ ფიურტთან შეხვედრაში ტოლისომ ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა დროზე ადრე გახდა საჭირო, წინასწარი მონაცემებთ, ფრანგი შუახაზელი რამდენიმე კვირას იუქმებს.

კლუბში იმედოვნებენ, რომ 27 წლის ფეხბურთელი ერთი თვეში დაუბრუნდება მოედანს და ნოიერის, დევისისა და გორეცკას მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისთვის 100%-ით მზად იქნება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ტოლისოს აგენტთან, ერიკ კასტანინოსთან ბოლო შეხვედრისას, ბაიერნმა საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსირა - მიუნხენურ გრანდს არ სურს ტოლისოს მაღალაზღაურებადი კოტნრაქტი ხელახლა დაუდოს, ფრანგის სიტუაციას ამჟამად ისიც ამძიმებს, რომ მას საკუთარი თავის შეთავაზება კლუბისთვის და 'ვაჭრობა' აღარ შეუძლია, რადგან გარკვეული პერიოდი გაუცდება.

ადგილობრივ მედიაში კვლავ გააქტიურდა ტოლისოს წასვლაზე საუბრები - თავად ფეხბურთელი დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მისმა ბოლოდროინდელმა თამაშებმაც კი ვერ შეცვალეს კლუბის ბოსების აზრი, რომ ტოლისო ტრავმებისადმი ძალიან მიდრეკილია და მისი პოტენციალის გამოვლენას სრულად ვერ შეძლებს.

ცნობისთვის, ტოლისოს და ბაიერნს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.


21-02-2022, 18:35
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0