მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ, "მაინცთან" შეხვედრის შემდეგ თომას მიულერზე ისაუბრა.
"ჩემსა და თომასს შორის კონკურენციას ვერ ვხედავ. ჩვენ გუნდისთვის საუკეთესო გვინდა და ერთი მიზანი გვაერთიანებს - გამარჯვება.
თომასი შესანიშნავი მოთამაშეა და მიხარია, რომ მასთან ერთად ერთ გუნდში ვარ. მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია.
თქვენ თავადაც კარგად ნახეთ, რომ მიულერი მოედანზე გავიდა და გუნდის წარმატებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა", - განაცხადა 27 წლის ბრაზილიელმა.
"რეკორდმაისტერმა" მეტოქე შინ 6:1 გაანადგურა და სწორედ ამ შეხვედრაში შედგა კოუტინიოს დებიუტი ძირითადში.
ფილიპემ შედეგიანი ქმედება აქტივში ვერ ჩაიწერა და 67-ე წუთზე დაუთმო ადგილი მიულერს, რომელმაც დარჩენილ დროში ორი ასისტი გააკეთა.