გნაბრი ბაიერნს ძალიან მაღალ ხელფას სთხოვს - გერმანელის ტრანსფერით 2 გუნდი დაინტერესდა

გნაბრი ბაიერნს ძალიან მაღალ ხელფას სთხოვს - გერმანელის ტრანსფერით 2 გუნდი დაინტერესდა

როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ვინგერს, სერჟ გნაბრის კლუბში ხელფასის საგრძნობლად მომატება სურს.

ბაიერნის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა და როგორც გაირკვა, მხარეები საბოლოო შეთანხმებისგან ჯერ კიდევ შორს არიან, ხელახალი მოლაპარაკებები მოგვიანებით გაიმართება.

ადგილობრივი გამოცემა Sport Bild-ის ინფორამციით, გნაბრი ყოველწლიურად ხელფასის სახით 15-20 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენივეს, რამდენსაც ლეროი სანე და კინგსლი კომანი გამოიმუშავებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გნაბრით პრემიერლიგის ორი გუნდი, ჩელსი და ტოტენჰემი ინტერესდებიან, თავად გერმანელ ფეხბურთელსაც ხიბლავს კარიერის ლონდონში გაგრძელების პერსპექტივა - გნაბრის ბაიერნის დატოვება მომავალ ზაფხულს არ სურს, მაგრამ კლუბმა ის 2023 წელს შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას.

ცნობისთვის, გნაბრიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 32 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 12 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით მოახერხა.


27-02-2022, 20:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0