დღეს, ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე ლევერკუზენს უმასპინძლა. გუნდებმა ქულები გაიყვეს, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-18 წუთზე ნიკლას ზულემ გახსნა, თუმცა 36-ე წუთზე, მიულერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე Whoscored.com-ის ვერსიით ბენჟამინ პავარი გახდა, რომელმაც შეფასების სახით 7.8 ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება ყველაზე დაბალ შეფასებას, ის ტომას მიულერს ერგო 5.9 ქულა.
გაეცანით ყველა მოთამაშის სარეიტინგო ქულას: