ლეო მესიმ ბარსელონას ბაიერნის ვარსკვლავის დამატება თხოვა

ლეო მესიმ ბარსელონას ბაიერნის ვარსკვლავის დამატება თხოვა

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი და ლიდერი, ლიონელ მესი, მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა უნივერსალის დამატებით პირადად არის დაინტერესებული.

ესპანური გამოცემა "Diario" იტყობინება, რომ ნელსონ სემედუს არასტაბილური და სერხი რობერტოს სუსტი თამაშის გამო არგენტინელი შემტევი დაცვის მარჯვენა ფრთის გაძლიერებას ითხოვს.

ლეო მესიმ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას იოზუა კიმიხის შეძენა თხოვა. ლეომ ამ წინადადებით კლუბს ამ ზაფხულში მიმართა, მაგრამ "ბარსელონას" ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა კატალონიური გრანდი გუნდის მთავარი ვარსკვლავის თხოვნის გათვალისწინებას, მაგრამ კიმიხი უკვე "ბაიერნის" უცვლელი ფიგურაა და მიუნხენელები მას მარტივად არ დათმობენ.

"ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის ბოლო წლებში აქტიური საქმიანი ურთიერთობაა. წელს მიუნხენელებმა "კამპ ნოუდან" ფილიპე კოუტინიო ინათხოვრეს.

24 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება კი ამჟამად 70 მილიონ ევროს შეადგენს.


2-09-2019, 02:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0