ლიოვმა ჰუმელსის ბოატენგისა და მიულერის ნაკრებიდან გაშვება განმარტა

ლიოვმა ჰუმელსის ბოატენგისა და მიულერის ნაკრებიდან გაშვება განმარტა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, გუნდიდან მიუნხენის "ბაიერნის" სამი გამოცდილი მოთამაშის გაშვება კიდევ ერთხელ შეაფასა.

"ამ მოთამაშეების მადლობელი ვარ. ყველაფრის გარკვევა მინდოდა, მსურდა ვყოფილიყავი გახსნილი და ჩემი აზრები მათთვის პირდაპირ მეთქვა.

ეს იყო რთული დღე, რომელმაც დიდი ძალები წამართვა, ვინაიდან ჩვენ ერთმანეთთან ძლიერი ემოციური კავშირი გვაქვს. მსოფლიო თასი ყოველთვის გაგვაერთიანებს.

რამდენიმე სცენარი განვიხილეთ. გვინდოდა შეგვექმნა დიდი სივრცე ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომელთაც ვენდობოდით და ქმნიან ძირითად საფუძველს სამომავლოდ. თუმცა აგრეთვე აშკარა იყო, რომ გამოცდილი მოთამაშეებიც გვჭირდება. ამ როლს ახლა კროოსი, ნოიერი, როისი და გიუნდოგანი ასრულებენ.

ერთა ლიგისთვის გამოცდილიც და დანარჩენი მოთამაშეებიც გამოვიყენეთ, ყველა გვჭირდებოდა. შემდეგ კი მოვიდა საკვალიფიკაციო ეტაპის დრო და ახალი ციკლი ცვლილებებით დავიწყეთ. ვიცით, რომ ისინი ჯერ კიდევ ძალიან კარგები არიან, მაგრამ მოვიდა დრო, რომ რაღაც შეიცვალოს", - განმარტა იოგი ლიოვმა.

ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ლიოვმა ეროვნული გუნდიდან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონები გაუშვა: ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი.


4-09-2019, 12:49
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0