მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგო. რეკორდმაისტერმა ამ ტიტულის მოგება ზედიზედ მეათედ შეძლო.
დღეს, ისინი უშუალო კონკურენტ "დორტმუნდს" დაუპირისპირდნენ და მარტივად, 3:1 დაამარცხეს.
ანგარიში სერჟ გნაბრიმ გახსნა, სხვაობა ორამდე რობერტ ლევანდოვსკიმ გაზარდა, ჩვენი გუნდიდან ბოლო გოლი მუსიალას ანგარიშზეა.
"ბაიერნმა" ცხრილში 75 ქულა დააგრვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვეღარავინ დაეწევა.