რას ნიშნავს ჰეთთრიკი ალიანს არენაზე ლუკებაკიოს კომენტარი

რას ნიშნავს ჰეთთრიკი ალიანს არენაზე ლუკებაკიოს კომენტარი

21 წლის ბელგიელმა თავდამსხმელმა, დოდი ლუკებაკიომ, საკუთარი სახელი გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში უკვე ოქროს ასოებით ჩაწერა.

ლუკებაკიომ მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ "ალიანს არენაზე" მანუელ ნოიერს სამი გოლი გაუტანა და "რეკორდმაისტერის" ღამის კოშმარად იქცა.

დოდი ლუკებაკიომ "ბაიერნის" კარი მიუნხენში ამ სეზონის სტარტზეც აიღო, ამჯერად ბერლინის "ჰერტას" (2:2) მაისურით.

"ეს ჰეთ-თრიკი დაუჯერებელია, წარმოუდგენელი! "ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და გერმანიაში საუკეთესო კლუბია, ამიტომაც მათ წინააღმდეგ სამი გოლის გატანა ჩემთვის განსაკუთრებულია.

მეორე მხრივ, ეს მოტივაციაა, რომ უფრო მეტი გავაკეთო და მიწაზე დავრჩე. უნდა ვცადო, რომ ეს ჰეთ-თრიკი მაგალითად ავიღო სამომავლო განვითარებისთვის", - განაცხადა ლუკებაკიომ.

დოდი ლუკებაკიომ "ბაიერნს" ჰეთ-თრიკი გასულ სეზონში შეუსრულა, როდესაც დუისელსორფის "ფორტუნამ" "ალიანს არენადან" ქულა წაიღო (3:3).


7-09-2019, 13:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0