ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი სეზონიდან სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე "ბაიერნში" ითამაშებს.
თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ნომრით წარსდგება ხოლმე მანე გულშემატკივრის წინაშე.
"მანეს ყველა 10-ნომრიანი მაისურით იცნობს. ის სენეგალის ნაკრებშიც ამ ნომრით გამოდის და ლივერპულშიც 10-იანი ეცვა.
ბაიერნში ეს ნომერი ჩემს შვილს აქვს, თუმცა თუ მანეს სურვილი აქვს, დაუთმობს', - განაცხადა ლეროი სანეს მამამ.