გუშინ, მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
ლევანდოვსკიმ რეკორდმაისტერის მოთამაშეებს სამახსოვროდ შამპანიურები და მათთან ერთად გადაღებული ფოტოები უსახსოვრა.
მოგეხსენებათ, პოლონელმა ფორვარდმა გუნდში მოგებულ ყველა ტიტულთანაც გადაიღო ფოტოები.
დღეს კი ის ბარსელონაში ჩაფრინდა და ახალ გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს შეუდგა.