...

მათეუსმა ბაიერნის მთავარი პრობლემაზე ისაუბრა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, "რეკორდმაისტერის" მთავარი პრობლემა დაასახელა.

"შემადგენლობაში არიან მოთამაშეები, რომლებიც "ბაიერნის" ღირსებას უკვე 6 წელზე მეტია იცავენ: რობენი, მიულერი, რიბერი, ბოატენგი. დრო იცვლება, ფეხბურთი სულ უფროდაუფრო სწრაფი ხდება, ამიტომ ახალგაზრდა მოთამაშეების ჯერი დგება.

"ბაიერნის" ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე შემადგენლობაში არაფერი შეცვლილა, არაფერი განახლებულა. ახლა კი ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩამორჩენის აღმოფქვრას.

"ბაიერნს" ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს და ვფიქრობ, ნიკო კოვაჩმა მათ უნდა მისცეს შანსი.

კოვაჩი "ბაიერნში" 15 წლის წინ თამაშობდა. მას კლუბის გენები აქვს და ბუნდესლიგასაც კარგად იცნობს. მას ხორვატიული ფესვები აქვს, მაგრამ გერმანიაში დაიბადა და "აინტრახტთან" ერთად კარგ შედეგებს მიაღწია.

ის ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და ვარსკვლავებთან მუშაობაც იცის. თუმცა "ბაიერნი" - რაღაც განსაკუთრებულია, კოვაჩს კლუბის მხარდაჭერა სჭირდება.

ჩემი აზრით, "ბაიერნის" შეცდომა იყო ის, რომ მოთამაშეები არ შეცვალეს. კოვაჩს უწევ მუშაობა ფეხბურთელებთან, რომელთაც უკვე ყველაფერი მოიგეს. მათში მოტივაციას ვერ ვხედავ. როდესაც ჩემპიონატი ზედიზედ ექვსჯერ მოიგე, საიდან გექნება მოტივაცია?", - განაცხადა მათეუსმა.

ბუნდესლიგის 13 ტურის შემდეგ მიუნხენური კლუბი 23 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" 9 ქულით ჩამორჩება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ლოთარ მათეუსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა