ვაგნერი სოციალური ქსელი ჩვენს შვილებს აჩლუნგებს

ვაგნერი სოციალური ქსელი ჩვენს შვილებს აჩლუნგებს

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, სანდრო ვაგნერმა, თავის ცხოვრების სტილზე ისაუბრა.

"ერთ-ერთი შეკრების დროს ერთხელ ინსტაგრამზე ანონიმურად დავრეგისტრირდი იმისათვის, რომ მენახა თუ რა ხდებოდა იქ.

და მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. როგორ ურთიერთქმედებას ახდენდა ხალხი ერთმანეთზე, როგორ უხეშად, არასოციალურად და უაზროდ მიმართავდნენ ისინი ერთმანეთს. საკუთარ თავს გაოცებული ვეკითხებოდი თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას ?

მე ამაში ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ჩვენი შვილები დაჩლუნგდებიან და ვერ იქნებიან ბედნიერები, ვინაიდან ისინი გლუვ გლამურულ სამყაროში ეძებენ და ირჩევენ არასწორ მაგალითებს.

ისინი ინტერნეტში ეკითხებიან ფსევდო-ვარსკვლავებს თუ როგორ შეიჭრან თმა სამ წუთში და ამ ყველაფერს უკიდურესობამდე მივყავართ.

აგრეთვე ვხედავ პატარა ინსტაგრამის განგსტერებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში დედიკოს ეძახიან, როდესაც პრობლემა იქმნება.

ფეხბურთით ცხოვრება? ჩემს შემთხვევაში, სახლში ფეხბურთზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. როგორც მამა, არ ვცდილობ საკუთარი პროფესიის მოხვევას შვილებზე. ყოველთვის მაკვირვებენ კოლეგები, რომლებიც საკუთარ ოთახში საფეხბურთო მუზეუმს აწყობენ.

ვიცი, რომ ზოგჯერ ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ეს მხოლოდ მათთვის, რომლებიც არ მიცნობენ. სინამდვილეში მე ვარ გულწრფელი, ჭეშმარიტი და არა ამპარტავანი.

ვფიქრობ, ფეხბურთელებმა საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომლებმაც უბრალოდ კარგად ვიცით ბურთის დარტყმა ან ჩემს შემთხვევაში მეტოქეზე დარტყმა (იცინის)", - განაცხადა სანდრო ვაგნერმა.

31 წლის გერმანელი ფორვარდი "ბაიერნის" აღზრდილია. 2007-08 წლებში მან პირველ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, შემდეგ მოიარა რამდენიმე გერმანული კლუბი და 2018 წლის იანვარში მიუნხენუს დაუბრუნდა.

დაბრუნების შემდეგ სანდრომ "ბაიერნში" 1 წელი დაჰყო, 30 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 2019 წლის იანვარში ჩინეთში გადაბარგდა.

ვაგნერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 8 თამაშში 5 ბურთი აქვს გატანილი.


25-09-2019, 13:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0