მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ, "ტოტენჰემთან" ბრწყინვალე გამარჯვება შეაფასა.
"7:2 გამარჯვება - ძალიან რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. ამას ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა.
ასევე გიჟური გრძნობაა ოთხი გოლის გატანა. წარმომიდგენია თუ როგორი სიამოვნება მიიღეს თითოეული გოლით "არსენალის" ფანებმა!
ეს დიდებული შედეგია ჩვენთვის და ცხადია, ამ საღამოთი სიამოვნებას მივიღებთ", - განაცხადა 24 წლის გერმანელმა.
სერჟ გნაბრისთვის "ტოტენჰემის" კარში გატანილი პოკერი ორმაგად მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, ვინაიდან ის ლონდონის "არსენალის" აღზრდილია.