რუმენიგეს კოვაჩის შემცვლელი შერჩეული ჰყავს

რუმენიგეს კოვაჩის შემცვლელი შერჩეული ჰყავს

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა თავკაცს, ნიკო კოვაჩს, ახლა საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას.

გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი წარუმატებელი შედეგის გარდა "რეკორდმაისტერის" თამაშის ხარისხი არადამაჯერებელია, გუნდი ბევრ გოლს უშვებს და მოთამაშეები ძალიან უკმაყოფილონი არიან.

ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი, იტყობინება, რომ 47 წლის ხორვატი სპეციალისტის რეპუტაცია სერიოზულად შეირყა და მას საბოლოო დარტყმა 15 ნოემბერს მიადგება.

რა ხდება 15 ნოემბერს? კლუბს ოფიციალურად დატოვებს კოვაჩის მთავარი დამცველი ული ჰიონესი და წინა პლანზე წამოიწევს გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელიც ნიკოს მიმართ გაცილებით კრიტიკულადაა განწყობილი.

ფალკის ინფორმაციით, კალე რუმენიგე ამ შანსის გამოყენებას და კოვაჩის შეცვლას აპირებს. მისი ფავორიტი გამოცდილი და საკმაოდ ჭკვიანი გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკია, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია.

61 წლის გერმანელი სპეციალისტი გასულ სეზონში "ლაიფციგს" ავარჯიშებდა და "ხარები" მესამე ადგილზე გაიყვანა. მიუნხენურ გრანდში მუშაობით რანგნიკი დაინტერესებულია.

"ბაიერნი" განიხილავს ერიკ ტენ ჰაგის ვარიანტსაც, მაგრამ ჰოლანდიელი სპეციალისტი ამსტერდამის "აიაქსს" სეზონის მიმდინარეობისას არ დატოვებს.


24-10-2019, 00:41
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0