ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ დღის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს.
ფრანკფურტის "აინტრახტთან" გუშინდელი შეხვედრის შემდეგ "რეკორდმაისტერს" დღეს ღია ვარჯიში ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ 1:5 განადგურების გამო ვარჯიში პრესისთვის დაიხურა.
გერმანული პრესის ინფორმაციით, ნიკო კოვაჩი ბაზაზე ადრე გამოცხადდა და კლუბის ხელმძღვანელობასთან ჰქონდა შეხვედრა.
მოგვიანებით კი დაიწყო ვარჯიში და ნიკო "ზებენერ შტრასზე" აშკარად იმედგაცრუებული გავიდა - მიზეზი შესაძლოა "აინტრახტთან" მარცხიც იყო ან მისი მომავალი...
"Bild-მა" გაავრცელა ფოტო, რომელიც შესაძლოა ნიკო კოვაჩის ბოლო ვარჯიშს ასახავდეს მიუნხენური გრანდის თავკაცის რანგში.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის ხორვატი სპეციალისტი "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელია.