6 კანდიდატი  ერთერთმა ბაიერნის სეზონი უნდა გადაარჩინოს

6 კანდიდატი ერთერთმა ბაიერნის სეზონი უნდა გადაარჩინოს

"ანტრახტთან" დაფიქსირებული გამანადგურებელი 5-1-ის და "ბაიერნის" ბოლო დროინდელი წარუმატებლობის გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ისინი მსგავს რამეებს არ პატიობენ. ნიკო კოვაჩი კი გასულ ღამეს გაათავისუფლეს.

ვინ უნდა დაიკავოს მთავარი მწვრთნელის პოსტი? - ეს კითხვა ალბათ ყველა "ბაიერნის" გულშემატკივარს გაუჩნდა. ჩვენ წარმოგიდგენთ 6 კანდიდატს, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად ჩაიბარებს მიუნხენურ კლუბს.

ჟოზე მოურინიო

პორტუგალიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში მოგებული ტიტულების შემდეგ, "განსაკუთრებული" მზადაა გერმანიის დასაპყრობად. მოურინიომ "მანჩესტერიდან" წასვლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი კლუბი უკვე არჩეული ყავს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გერმანულ ენას აქტიურად ეუფლება, არაა გამორიცხული, მისი მომავალი კლუბი სწორედ "ბაიერნი" იყოს.

მასიმილიანო ალეგრი

იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც 2018-19 წლების სეზონში მოულოდნელად დატოვა ტურინის "იუვენტუსი" და ფეხბურთიდან მინიმუმ ერთ წლიანი შესვენების აღება გადაწყვიტა.

ალეგრი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება, მან იტალიის ჩემპიონატი ხუთჯერ ზედიზედ მოიგო და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი.

არსენ ვენგერი

ვენგერმა დიდი ფეხბურთი წელიწადზე მეტია დატოვა, ბევრი ვარაუდობდა, რომ ის აღარც დაბრუნდებოდა, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

ვენგერი ამჟამად უკლობოდაა და თუ "ბაიერნი" ინტერესს გამოიჩენს, სავარაუდოდ, "არსენალის" ყოფილი დამრიგებელი დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება.

რალფ რანგნიკი

გერმანელი სპეციალისტი, ბაიერნის გრძელვადიან გეგმაში არ შედის, მაგრამ სეზონის ჩასამთავრებლად კარგი ვარიანტია. ის კარგად იცნობს გერმანულ ფეხბურთს. რანგნიკი წვრთნიდა "ჰოფენჰაიმს", იყო "ლაიფციგის" სპორტული დირექტორი, შემდეგ კი, მწვრთნელი.

ჰანს ფლიკი

"არ არის საჭირო გადააგდო ბავშვი აბაზანის წყალთან ერთად, თუ აბაზანის წყალი ცუდია"- ეს გერმანული ანდაზაა და ამ შემთხევაში "ბავშვი" შეიძლება იყოს ჰანსი ფლიკი. მართალია, ის კოვაჩის ასისტენტი იყო და "ბაიერნის" წარუმატებლობაში გარკვეული წვლილი მასაც მიუძღვის, მაგრამ მან თავი დადებითით უფრო დაგვამახსოვრა.

როგორც გერმანულ მედიაში წერდნენ, ფლიკმა შეიტანა "ლომის წვლილი" "ტოტენჰემთან" გამართულ გამანადგურებელ შეხვედრაში. ასევე, ის "ბაიერნისთვის" ადვილად ხელმისაწვდომია. მომავალ ორ შეხვედრაში გუნდს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

ერიკ ტენ ჰაგი

ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომელიც "ბაიერნს" უკვე არაერთგზის დაუკავშირეს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ "რეკორდმაისტერში" გადასვლას არც თავად ტენ ჰაგი გამორიცხავს და მისი ამჟამინდელი კლუბის, "აიაქსის" ხელმძღვანელობაც მოხიბლულია ამ ფაქტით.

ტენ ჰაგი პეპ გვარდიოლას ფილოსოფიის გამგრძელებლად მოიაზრება, მან უკვე დაანახა მსოფლიოს თავისი ძალა გასულ სეზონში, სადაც "აიაქსის" თავბრუდამხვევმა თამაშმა ბევრს ფეხბურთი შეაყვარა, ბევრისთვის კი ეს უბრალოდ საფეხბურთო ზეიმი იყო.

"აიაქსის" დამრიგებელს ყველაფერი აქ, რათა მიუნხენში დაუყონებლივ გადაბარგდეს. მან იცის გერმანული ენა, უმუშავია "ბაიერნის" მეორე გუნდში და იცნობს შიდა სამზარეულს.









4-11-2019, 18:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0