...

პრევიუ: ბაიერნი - ვოლფსბურგი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 2016 წელს მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგის სამი თამაშიღა დარჩა.

პირველს კარლო ანჩელოტის გუნდი ხვალ, გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურის ეგიდით, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს და ეცდება, რომ გამარჯვებების სერია გააგრძელოს.

ბაიერნი - ვოლფსბურგი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XIV ტური
თარიღი: 18:30 საათი, 10 დეკემბერი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: საშა შტეგერმანი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Матч! Футбол 3
იხილეთ დღევანდელი თამაშის პროგნოზი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
როგორც ჩანს, დორტმუნდსა და როსტოვში ზედიზედ ორჯერ განცდილმა მარცხმა, კარლო ანჩელოტი სერიოზულად დააფიქრა და ბოლო თამაშებში "ბაიერნი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი "რეკორდმაისტერმა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" საშინაო გამარჯვებით დაასრულა, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია. მიუნხენელებმა ძალინ ორგანიზებული, კრეატიული და დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენეს, რობერტ ლევანდოვსკიმ კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ულამაზესი საჯარიმო დარტყმა განახორციელა. პოლონელმა ბოლო ორ შეხვედრაში სამი ბურთის გატანა მოახერხა, ახლა კი თავის საყვარელ მეტოქეს შეხვდება, რომელსაც გასულ სეზონში ცხრა წუთში ხუთი გოლი გაუტანა. სეზონის პირველი ნაწილის დასრულებამდე მხოლოდ სამი თამაშია დარჩენილი და "ბაიერნი" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამივე მოიგეს. ბუნდესლიგაში წინ ჯერ კიდევ "ლაიფციგია", ამიტომ ანჩელოტის შეგირდები მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა იყვნენ. ხვალ გუნდს კინგსლი კომანისა და იულიან გრინის გარდა, მატს ჰუმელსი ვერ დაეხმარება. 27 წლის გერმანელმა "ბაიერნის" გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და დღეს ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ "ვოლფსბურგთან" თამაშსაც გამოტოვებს. სავარაუდოდ, კარლო მას დასვენების საშუალებას აძლევს. სამაგიეროდ, ჟერომ ბოატენგი მომჯობინდა, მაგრამ მისი თამაში ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ასე, რომ შესაძლოა, ძირითადში ჰოლგერ ბადშტუბერი გამოჩნდეს ან დავიდ ალაბამ კვლავ დაცვის ცენტრში შეიწიოს. ავსტრიელმა ეს "ატლეტიკოსთან" უკვე გააკეთა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, "ბაიერნი" მინდორზე მხოლოდ სამი ქულის ასაღებად გავა. სავარაუდოდ, იტალიელი სპეციალისტი ისევ 4-2-3-1 ტაქტიკას გამოიყენებს.

"ვოლფსბურგის" კრიზისი გრძელდება და გუნდს ვერც ვალერიან ისმაელმა უშველა. 41 წლის ფრანგმა სპეციალისტმა დიტერ ჰეკინგი შეცვალა და ერთი მატჩი მოიგო, მაგრამ ოთხი წააგო და "მგლებს" ბუნდესლიგაში მხოლოდ ათი ქულა აქვთ დაგროვებული. "ვოლფსბურგი" მე-15 პოზიციაზე იმყოფება და გადათამაშების ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. გუნდს დაცვაში კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს და ხუთმცველიანი განლაგება აშკარად არ ამართლებს. "ვოლფსბურგის" ჰოლანდიელი ახალწვეული, ჟეფრი ბრუმა, ძალიან არასტაბილურად გამოიყურება და გარდა ამისა, "ვოლფსბურგს" შეტევაშიც ბევრი არაფერი გამოსდის. მარიო გომესმა მხოლოდ ერთხელ გაიბრწყინა, იულიან დრაქსლერი ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია, ბოლო ტურში კი თავი ახალგაზრდება, ბორხა მაიორალმა და სეგუინმა წარმოაჩინეს. "ვოლფსბურგს" საკმაოდ საინტერესო და პერსპქტიული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვალერიან ისმაელს დღეს გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველის, მაქსიმილიან არნოლდის, იმედი ვერ ექნება, რომელმაც წინა შეხვედრაში ბარათების ლიმიტი ამოწურა და დისკვალიფიკაცირებულია. "მგლების" რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი შვეიცარიელი მარცხენა მცველი, 24 წლის რიკარდო როდრიგესია, რომელიც ძალიან ბევრს ცდილობს, მაგრამ გუნდს წარმატებას მარტო ვერ მოუტანს. "ვოლფსბურგი" მიუნხენში დიდი გეგმებით ვერ ჩავა, მაგრამ მიუნხენური გრანდისათვის პრობლემების შექმნას ეცდება, რადგან ქულები ჰაერივით სჭირდება.

"ბაიერნი" აშკარა ფავორიტია და ვალდებულია, რომ მორიგი სამი ქულა მოუტანოს. "ვოლფსბურგი" ახლა ძალიან უსუსურია და "ალიანს არენაზე" წინააღმდეგობის გაწევაც კი გაუჭირდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი - ლამი, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა - ტიაგო, ვიდალი - რიბერი, მიულერი, რობენი - ლევანდოვსკი.

ვოლფსბურგი: ბენალიო - კალიჯური, კნოხე, ბრუმა, რ.როდრიგესი, გერჰარდტი - გილავოგი, ტრეში - შეფერი, გომესი, მაიორალი.

საინტერესო ფაქტები
  • "ვოლფსბურგი" მიუნხენის "ბაიერნისთვის" ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და იოლი მოწინააღმდეგეა. ამ გუნდების 44 ურთიერთშეხვედრიდან "ბაიერნმა" 33 მოიგო, შვიდი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ოთხი წააგო.

  • მიუნხენში კი "რეკორდმაისტერის" უპირატესობა უფრო შთამბეჭდავია: 22 თამაშიდან 21 გამარჯვება და ერთი ფრე, რომელიც 2001 წლის დეკემბერში დაფიქსირდა - 3:3.

  • "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის თამაშის შემდეგ ბუნდესლიგის ზედიზედ 18 მატჩი არ წაუგია (15 მოგება, 3 ფრე) და ეს ჩინებული მაჩვენებელია.

  • გასულ სეზონში, "ალიანს არენაზე" ამ გუნდების დაპირისპირება ერთი კაცის შოუდ იქცა. პირველი ტაიმი სტუმრებმა კალიჯურის გოლით მოიგეს. მეორე ნახევრის დებიუტში კი გვარდიოლამ მინდორზე რობერტ ლევანდოვსკი შეუშვა, რომელმაც ცხრა წუთში ხუთი გოლის გატანა მოახერხა და ისტორიული მატჩი ჩაატარა - 5:1. მან ერთბაშად რამდენიმე რეკორდი მოხსნა.

  • ზოგადად, პოლონელ ცენტრფორვარდს, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრაში ათი გოლი აქვს გატანილი.

  • "ვოლფსბურგმა" მიმდინარე სეზონში ათიდან რვა ქულა გასვლით შეხვედრებში მოიპოვა (ორი მოგება, ორი ფრე).

  • მიუნხენურ კლუბს, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, საკუთარ მოედანზე არცერთი თამაში არ წაუგია (9 მოგება, 2 ფრე).

  • "ვოლფსბურგის" თავკაცი ვალერიან ისმაელი თავის დროზე "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. ფრანგი ცენტრალური მცველი მიუნხენურ კლუბს 2005 წლის ზაფხულში შეუერთდა და პირველ ორ სეზონში მოლოდინი ვერ გაამართლა. შემდეგ დუბლებში გადაიყვანეს და 2008 წელს გუნდიდან გაუშვეს.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები
კარლო ანჩელოტი: ​"​​​ძალიან რთულ თამაშს ველოდები, რადგან მეტოქეს საკმაოდ კვალიფიციური გუნდი ჰყავს, რომელსაც კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.

"ვოლფსბურგის" ცხრილის ბოლოში ხილვა საკმაოდ უცნაურია, რადგან გუნდს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. ვფიქრობ, ისინი დაცვით ფეხბურთს ითამაშებენ და კონტრშეტევებზე იმოქმედებენ.

ვიცით, რომ სატურნირო ცხრილში პირველი პოზიციის მოპოვება ბოლო სამი გამარჯვებით შეგვიძლია. შესაბამისად, სეზონის პირველი ნაწილი სამი მოგებით უნდა დავასრულოთ.

ჰუმელსი არ ითამაშებს. ბოატენგთან დაკავშირებით კი, საბოლოო გადაწყვეტილებას, ხვალ მივიღებთ."

ვალერიან ისმაელი: ​"ეს სეზონის ყველაზე რთული გასვლითი თამაში იქნება. ჩვენგან რაიმე განსაკუთრებულს არავინ ელის, მაგრამ მათ შემიძლია ვუთხრა, რომ ეს ნაკლებად გვაღელვებს.

ვფიქრობ, "ვოლფსბურგს" გარკვეული უპირატესობაც აქვს, რადგან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ითამაშებს და ეცდება, რომ ჭკვიანურად იმოქმედოს. ამ შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერი იქნება."​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 10 დეკემბერი 2016 01:23
აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ვოლფები. შემდეგ კი ლაიფციგს უნდა მივხედოთ. ბაიერნი თუ შეაჩერებს მათ.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა