მარტინესი კიმიხი ბაიერნის კაპიტანი გახდება

მარტინესი კიმიხი ბაიერნის კაპიტანი გახდება

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა უკანა ხაზელმა, ხავი მარტინესმა, იოზუა კიმიხს უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა.

"იო არის მოთამაშე, რომელიც "ბაიერნს" იდეალურად ერგება. ის უკვე ასეთ ადრეულ ასაკში ერგება და აკმაყოფილებს კლუბის ყველა სტანდარტს.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას უკვე რამდენიმე ასეული თამაში აქვს ჩატარებული და სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ის კიდევ ძალიან ბევრ მატჩს დააგროვებს.

კიმიხი გუნდისთვის უკვე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ვფიქრობ, ერთ დღესაც ის "ბაიერნის" კაპიტანიც გახდება", - განაცხადა 31 წლის ესპანელმა.

24 წლის იოზუა კიმიხი "ბაიერნის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, ხოლო ძირითადის უცვლელი წევრი 2017/18 წლების სეზონიდან გახდა.

უნივერსალურმა გერმანელმა, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფრთაზე და ნახევარდაცვის ცენტრში შეუძლია თამაში, "რეკორდმაისტერის" მაისურით უკვე 189 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლის გატანაც მოახერხა.


10-11-2019, 13:46
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0