მორიგი გამარჯვება  ფორტუნას ბედმა არ გაუღიმა

მორიგი გამარჯვება ფორტუნას ბედმა არ გაუღიმა

ჰანსი ფლიქის ხელმძღვანელობით, „ბაიერნის“ დაუმარცხებელი სერია გრძელდება. დიუსელდორფში სტუმრად მყოფმა მიუნხენელებმა დამაჯერებლად სძლიეს „ფორტუნას“ ანგარიშით - 0:4.

დორტმუნდის „ბორუსიას“ დამარცხებიდან (4:0) ორი კვირის შემდეგ, ჰანსი ფლიქიმ ძირითადი შემადგენლობა ოდნავ შეცვალა. ლეონ გორეცკასა და კინგსლი კომანის ნაცვლად, პირველივე წუთებიდან მოედანზე ტოლისო და კოუტინიო გამოჩნდნენ.

თამაშის დასაწყისშივე იგრძნობოდა მიუნხენელთა აქტიურობა, ისინი სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ, აქედან გამომდინარე, მალევე შეძლეს სახიფათო მომენტის შექმნაც. მე-10 წუთზე ალაბამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც ლევანდოვსკიმ მიიღო ბურთი და მიულერის მიმართულებით გაგზავნა, ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ კი, ბურთმა ძელის გვერდით ჩაიქროლა. მე-11 წუთზე მიუნხენელებმა ანგარიში გახსნეს: თომას მიულერმა კუთხური კიმიხთან გაათამაშა, იოზუამ საჯარიმოს კუთხიდან ბურთი გაისროლა ცენტრისკენ, სადაც პავარს ჰქონდა მცდელობა, რომ დაერტყა კარის მიმართულებით, თუმცა ბურთმა მაინც თავისი გზა გააგრძელა და კარში მოხვედრაც შეძლო. გოლი, საბოლოოდ, იოზუა კიმიხმა მიიწერა. 8 წუთის შემდეგ ფლიქის შეგირდები ახლოს იყვნენ ანგარიშის გაორმაგებასთან: მიულერმა ბურთი ლევანდოვსკის მიმართულებით გაგზავნა, რობერტი შევიდა საჯარიმოში და დაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

მიუნხენელთა აქტიურ ზემოქმედებას ვერ უძლებდნენ დიუსელდორფელები, თუმცა მაინც ცდილობდნენ, რომ თამაშში შესულიყვნენ. 27-ე წუთზე ფლიქის გუნდმა ანგარიში გაიორმაგა: ცენტრში მყოფი შტეფენის ნასროლი ბურთი მიულერის ფეხებთან აღმოჩნდა, თომასმა ის გნაბრისთან გაათამაშა და ისევ მიიღო საჯარიმოში ბურთი, თუმცა დარტყმა ვერ შეძლო. იქვე ტოლისომაც ჩამოირბინა, კორენტენმა უშანსოდ სცადა გოლის გატანა, თუმცა მიუნხენელები აგრძელებდნენ შეტევას. 30-ე წუთის მიწურულს, „ფორტუნას“ კარში მესამე გოლიც გავიდა: კოუტინიომ ბურთი პავართან გაგზავნა. ფრანგმა ის მიულერს ჩააბარა, „ხლართამ“ კი, გნაბრის ჩააწოდა. სერჟმა კარს დაუმიზნა, ბადე შეარხია და ანგარიში 0:3 გახდა.

მეორე ტაიმში მიუნხენელები უფრო მშვიდად თამაშობდნენ, თუმცა ძველებურად ფლობდნენ ბურთს. 65-ე წუთზე მოედანზე ივან პერიშიჩი გამოჩნდა, მან ლევანდოვსკის საჯარიმოს ცენტრში ბურთი ჩააწოდა, რობერტმა თავური დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. 70-ე წუთზე რეკორდმაისტერმა შეძლო ანგარიში 0:4 გაეხადა. პერიშიჩმა და კოუტინიომ კონტრშეტევა დაარღვიეს, ლევანდოვსკიმ სახით ისროლა ბურთი და გაარტყა უახლოეს ძელს, სადაც მიულერმა ტრადიციული „ხლართვა“ დაიწყო და დააბნია მეკარე, კოუტინიოს კი მხოლოდ ისღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ბურთი კარისკენ მიემართა.

„ფორტუნას“ ბედმა არ გაუღიმა, თამაში ანგარიშით - 0:4 დასრულდა. ჰანსი ფლიქის მეთაურობით, მიუნხენელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზედიზედ სამ მატჩში რეკორდმაისტერმა კარის მშრალად შენარჩუნება შეძლო.



27-11-2019, 03:03
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0