ბაიერნი  ჰერტა მიუნხენელები ნავსის გასატეხად ემზადებიან

ბაიერნი ჰერტა მიუნხენელები ნავსის გასატეხად ემზადებიან

ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" რთული და ინტენსიური ბრძოლის შემდეგ "ენფილდზე" ნიკო კოვაჩის გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს უბრუნდება.

მიუნხენის "ბაიერნი", რომელსაც ბოლო ტურებში დორტმუნდის "ბორუსია" საჩუქრებს უკეთებს, ბუნდესლიგის 23-ე ტურში შინ ბერლინის "ჰერტას" მიიღებს.

ბაიერნი - ჰერტა

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, 23-ე ტური
თარიღი: 23 თებერვალი, 18:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა:

მიუნხენურმა გრანდმა სამშაბათს "ენფილდზე" საკმაოდ მძიმე მატჩი ჩაატარა და "ლივერპულის" წინააღმდეგ საკმაოდ ორგანიზებული, საიმედო ფეხბურთი აჩვენა. "ბაიერნმა" ძირითადი აქცენტი დაცვაზე გააკეთა და მიზანს მიაღწია - "რეკორდმაისტერმა", რომელიც ბევრმა თამაშის წინ ჩამოწერა, "ენფილდზე" უგოლო ფრეს მიაღწია და საპასუხო თამაშში გამარჯვება საკმარისი იქნება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად.

ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მდგომარეობა გაუმჯობესდა. მიუნხენელებმა ლევერკუზენში მარცხის შემდეგ საკუთარ მოედანზე "შალკე" 3:1 დაამარცხეს, ხოლო წინა ტურში კინგსლი კომანის დუბლით "აუგსბურგი" გასვლაზე 3:2 დაამარცხეს. ამავდროულად ქულებს კარგავდა დორტმუნდის "ბორუსია" და ნიკო კოვაჩის გუნდმა ჩამორჩენა უკვე 3 ქულამდე შეამცირა. დღეს მიუნხენურ გრანდს ეძლევა შანსი, რომ მინიმუმ ხვალამდე "ბორუსიას" დაეწიოს.

ბერლინის "ჰერტა" ძალიან მებრძოლი და საინტერესო გუნდია, მაგრამ ბოლო პერიოდში პალ დარდაის გუნდი ფორმიდან ამოვარდა. სეზონის შესანიშნავი სტარტის შემდეგ დედაქალაქელებმა ოქტომბრიდან მოუკლეს და ბუნდესლიგის ბოლო 16 შეხვედრაში მხოლოდ 4 გამარჯვება მოიპოვეს. 2019 წელს "ჰერტამ" ეროვნულ ჩემპიონატში 8 ქულა დააგროვა და ახლა 32 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

9 თებერვალს "ჰერტამ" ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 3:0 გაანადგურა. წინა ტურში კი "ჰერტამ" საკუთარ მოედანზე ბრემენის "ვერდერთან" ფრედ 1:1 ითამაშა. დარდაის საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავს საინტერესო შეტევითი ხაზით: გამოცდილი ვედად იბიშევიჩი და სოლომონ კალუ, პლიუს ახალგაზრდა ონდრეი დუდა, დევი ზელკე, მარკო გრუიჩი.

გუნდების საკადრო მდგომარეობა:

"ბაიერნის" მთავარი პრობლემა გამოცდილი მატს ჰუმელსის არყოფნაა. გერმანელს სიცხე აქვს, სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა ჟერომ ბოატენგი და ჰუმელსს სწორედ ის შეცვლის.

გუნდს დაუბრუნდა ლეონ გორეცკაც, რომელმაც "ლივერპულთან" შეხვედრა ტერფის მსუბუქი დაზიანების გამო გამოტოვა, მაგრამ მისი თამაში მაინც საეჭვოა.

კოკო ტოლისო და არიენ რობენი კი კვლავ ტრავმირებულნი არიან. კოვაჩმა შესაძლოა როტაციასაც მიმართოს და ხავი მარტინესი დაასვენოს.

საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს პალ დარდაის. "ჰერტას" ერთბაშად 8 მოთამაშე აკლია: კადე, ლუკასენი, პლატენჰარდტი, ტორუნარიგა, ლეკიე, დილროსუნი, პეკარიკი და დისკვალიფიკაცირებული იბიშევიჩი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - ტიაგო, სანჩეში, ხამესი - გნაბრი, ლევანდოვსკი, კომანი.

ჰერტა: იარშტეინი - ლაცარო, შტარკი, ლუსტენბერგერი, რეკიკი, მიტელშტადი - გრუიჩი, მაიერი - დუდა, ზელკე, კალუ.

რევანშის მოლოდინში

ბოლო ორ წელიწადში მიუნხენური გრანდის ყველაზე უხერხულ მეტოქედ პალ დარდაის მებრძოლი "ჰერტა" იქცა - "ბაიერნს" ბერლინური კლუბი გერმანიის ჩემპიონატში ბოლო 4 თამაშია არ დაუმარცხებია და მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ნიკო კოვაჩის გუნდი ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ბერლინში შეწყდა კოვაჩის დაუმარცხებელი სერია და "ბაიერნმა" სეზონის პირველი შეხვედრა სწორედ "ჰერტასთან" წააგო. "რეკორდმაისტერმა" "ჰერტა" რამდენიმე კვირის წინ გერმანიის თასიდან უკვე გამოაგდო (3:2), მაგრამ ახლა სრულფასოვანი რევანშის დროა - "ბაიერნი" ეცდება ნავსი გატეხოს და "ჰერტა" ბუნდესლიგაში 2016 წლის შემდეგ პირველად დაამარცხოს.

ფაქტები და სტატისტიკა:

მიუნხენურმა კლუბმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სახლში შესაძლო 30 ქულიდან 21 აიღო - 6 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი.რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში სულ 193 ბურთი აქვს გატანილი და გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერ ბომბარდირთა სიაში მხოლოდ კლაუდიო პისაროს (196) ჩამორჩება.ამ გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან ყველა ტურნირზე ერთად ძირითადი დრო ოთხჯერ დასრულდა ფრედ და ერთი მატჩი ბერლინელებმა მოიგეს."ბაიერნს" "ჰერტა" გერმანიის ბუნდესლიგაში ორი წელია არ დაუმარცხებია. მიუნხენელებმა "ჰერტა" ბოლოს 2016 წლის სექტემბერში შინ 3:0 გაანადგურეს."ალიანს არენაზე" ნიკო კოვაჩის გუნდს, ყველა ტურნირზე ერთად, ზედიზედ 5 თამაში აქვს მოგებული ბურთების სხვაობით 16:3-თან!"ჰერტას" მიუნხენში 1999 წლიდან მოყოლებული არასოდეს მოუგია."ალიანს არენაზე" ამ გუნდების ბოლო 11 დაპირისპირებიდან 10 "ბაიერნმა" მოიგო.ბერლინურ კლუბს მიუნხენში გოლი 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია - მაშინ "ბაიერნმა" შინ "ჰერტა" 3:2 დაამარცხა.


23-02-2019, 20:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0