ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგად მიუნხენის "ბაიერნი" ფლეი-ოფის პირველ სტადიაზე ლონდონის "არსენალს" შეხვდება.
ახლა კი გთავაზობთ მიუნხენური კლუბის წარმომადგენლების რეაქციას დღევანდელ წილისყრაზე, რომელსაც "რეკორდმაისტერის" პრესსამსახური გვთავაზობს.
კარლ-ეინც რუმენიგე: "საკმაოდ სანახაობრივი კენჭისყრა გამოვიდა, რამდენიმე მაღალი კლასის დაპირისპირებით. "არსენალს" კარგად ვიცნობთ და ეს ძალიან კარგი გუნდია. ისინი ახლა ინგლისში მეორენი არიან და კარგად გამოიყურებიან. ორივე მატჩი რთული იქნება, ამიტომ კარგად უნდა ვითამაშოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ, რათა მეოთხედფინალში გავიდეთ."
კარლო ანჩელოტი: ""წინ საკმაოდ საინტერესო ორი თამაში გველის, რომლებსაც სულმოუთმენლად ველოდებით. მე საკუთარი გუნდის მჯერა და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას მოვახერხებთ. "არსენალს" საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც ახლა დიდებულ ფორმაშია. მათი მთავარი მწვრთნელი კი ნამდვილი გენიოსია, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ. "ალიანს არენაზე" მაღალი კლასის ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, რათა ლონდონში მატჩის წინ დამაჯერებელი შედეგი მოვიპოვოთ. საკმაოდ რთული გამოცდა გველის, მაგრამ წარმატების მჯერა."
მანუელ ნოიერი: "საკმაოდ საინტერესო და რთული სამუშაო გვექნება. ბოლო წლების შემდეგ "არსენალს" კარგად ვიცნობთ. მათ მერვედფინალურ სტადიაზე უკვე საკმარისი რაოდენობით შევხვდით. თუმცა, ჩემი აზრით, "არსენალი" ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წლების წინ. ერთი კარგი ამბავი კი ის არის, რომ გერმანელ შკოდრან მუსტაფისა და მესუტ იოზილს შევხვდები."
მატს ჰუმელსი: "არსენალს" დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშის დროს რამდენიმეჯერ შევხვდი და ამ გუნდს კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, წინ ორი საკმაოდ სანახაობრივი თამაში გველის. ლონდონელები მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ, რაც "ბაიერნის" ქომაგებისთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებულად კი გერმანელი პარტნიორების, მუსტაფის, ოზილისა და განსაკუთრებით პერ მერტეზაკერის ნახვას ველი."
ტომას მიულერი: "არსენალი" უდავოდ რთული გამოცდაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ერთმანეთს ორი უმაღლესი კლასის ევროპული კლუბი ხვდება და იმედი მაქვს, საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე "ბაიერნი" გავა. იოზილის და მუსტაფის ნახვით მეც კმაყოფილი ვიქნები."
ჟერომ ბოატენგი: "არსენალი" კარგი გუნდია და ჩვენს ქომაგებს ორი კარგი თამაშის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ. "არსენალს" ჩემპიონთა ლიგიდან უკვე კარგად ვიცნობთ და პოზიტიური გამოცდილებაც გვაქვს. ახლა ახალი ეტაპი იწყება."
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.