...

ბოატენგმა და ნოიერმა იოზილთან "სოციალური დუეტი" მოაწყვეს

მიუნხენის "ბაიერნი" და ლონდონის "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.

ამ ორ გუნდს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს, მათ შორის თანამემამულეები. დღეს გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრებმა, მანუელ ნოიერმა, ჟერომ ბოატენგმა და მესუტ იოზილმა სოციალური ქსელი დაიპყრეს და ტვიტერის მეშვეობით ერთმანეთთან მინი-დუელი გამართეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ "მეთოფეთა" გერმანელმა ათიანმა, რომელიც მიმდინარე სეზონში დიდებულად გამოიყურება, ტვიტერზე დაპოსტა: "კარგი, კიდევ ერთხელ." ამას კი ჟერომ ბოატენგის პასუხი მოჰყვა: "მესუტ...ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდება." თავისმხრივ, იოზილმა თავი გაიმართლა: "ახლა შეუჩერებლები ვართ ძმაო."
მესუტი და ჟერომი ნელ-ნელ გახურდნენ: "იგივეს ხომ არ ამბობდი გასულ წელს?", - უპასუხდა ბოატენგმა ირონიულად, რასაც "არსენალის" მე-11 ნომრის ვრცელი განმარტება მოჰყვა: "ახალი წელი, ახალი იღბალი. ამჯერად ჩემპიონატში ათქულიანი უპირატესობა არ გაქვთ, ამიტომ უკან მოხედვაც მოგიწევთ ხოლმე." ბოლო სიტყვებში მესუტი მართალია, რადგან 2013/14 წლების სეზონში, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდმა "არსენალი" მერვედფინალში ბოლოჯერ დაამარცხა, "რეკორდმაისტერს" ბუნდესლიგაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე იყო გადართული. ამჯერად კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.
ეს სიტყვიერი "კონფლიქტი" მაინც ჟერომ ბოატენგმა დაასრულა, რომელსაც სიტუაცია აღარ გაუმწვავებია: "ჰაჰაჰაჰა...კარგი ძმაო, ვნახოთ."

იოზილი "რეკორდმაისტერის" გამოცდილმა გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმაც, გამოიწვია, რომელმაც მესუტს 2013/14 წლების პირველი მერვედფინალური თამაში გაახსენა, როდესაც მან პირველი ტაიმში იოზილს პენალტი აუღო.
"კარგია მეგობართან შეხვედრა", - მიაწერა მანუ ნოიერმა ფოტოს. თავისმხრივ, იოზილი კარგ მეგობარს ხუმრობაში აჰყვა და 2014/15 წლების სეზონის შეხვედრა გაახსენა. ჯგუფურ ეტაპზე "მეთოფეებმა" "ბაიერნი" შინ 2:0 დაამარცხეს და ერთი ბურთი იოზილმაც გაიტანა. "მართალი ხარ, მეგობარო", - უპასუხა მოკლედ მესუტმა.
ეს ყველაფერი მხოლოდ გართობაა და მეტი არაფერი, რისი უფლებაც მოთამაშეებს აქვთ, რადგან თამაშებამდე ჯერ ძალიან ადრეა. "ბაიერნისა" და "არსენალის" პირველი შეხვედრა მიუნხენში 15 თებერვალს გაიმართება. საპასუხო მატჩი კი 7 მარტს შედგება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა