ნოიერი რიბერის რაფინიასა და რობენს დაემშვიდობა

ნოიერი რიბერის რაფინიასა და რობენს დაემშვიდობა

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და მეკარემ, მანუელ ნოიერმა, სოციალურ ქსელში ფრანკ რიბერის, რაფინიასა და არიენ რობენს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

ფრანკ რიბერიზე: "ძმაო, შენი კლასი და ოსტატობა მომენატრება. მადლობელი ვარ, რომ შენთან ერთად ერთ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომეცა".

რაფინიაზე: "2006 წლიდან მოყოლებული მუდმივად ჩემს გვერდით ხარ, ასეთი პროფესიონალები აქამდე არასოდეს შემხვედრია. შენ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩები".

არიენ რობენზე: "ამ 8 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სიამაყით ვთქვა - "მე შენთან ერთად ვთამაშობდი". მადლობა, არიენ".

36 წლის ლეგენდარულმა ფრანგმა გარემარბმა "რეკორდმაისტერში" 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ წელს ბოლო სეზონი ჩაატარა და ზაფხულში გუნდს დატოვებს.

რიბერისთან ერთად "ბაიერნმა" კიდევ ერთი ლეგენდა, "მფრინავი ჰოლანდიელი" არიენ რობენი და რაფინია გააცილა.

რობენი "ბაიერნის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ხოლო რაფინია - 2011 წლიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ რობერის გაცნობამდე მანუ ნოიერი და რაფინია 2006-10 წლებში გელზენკირხენის "შალკეში" ერთად იზრდებოდნენ.



31-05-2019, 14:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0