გნაბრის რეცეპტი ძალაშია  ბაიერნმა ჩელსი გაანადგურა

გნაბრის რეცეპტი ძალაშია ბაიერნმა ჩელსი გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად ლონდონის "ჩელსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯებსაც" ჰქონდათ შანსები, უფრო მეტი რეალური მომენტი "რეკორდმაისტერმა" შექმნა. რობერტ ლევანდოვსკის ორჯერ ვილი კაბალიერომ აჯობა, ხოლო საუკეთესო შანსი თომას მიულერს ჰქონდა, როდესაც გერმანელმა თავით ბურთი ხარიხას მოარტყა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმის სტარტზე სერჟ გნაბრიმ ლონდონი კვლავ აიღო - რობერტ ლევანდოვსკიმ და გნაბრიმ სამ წუთიან ინტერვალში ორი მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და სერჟმა დუბლი გაიფორმა - 2:0!

"ბაიერნმა" დამაჯერებლად წაიყვანა და ორგანიზებულად გააგრძელა თამაში. მოგვიანებით მარცხენა ფლანგიდან ალფონსო დეივისმა შესანიშავი სოლორეიდი განახორციელა და ცარიელ კართან დაუგორა რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც ორ ასისტს გოლიც შემატა.

საბოლოოდ, "ბაიერნმა" 3:0 იმარჯვა და საპასუხო თამაშის წინ ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა. ჰანსი ფლიკის გუნდი "ჩელსის" შინ 19 მარტს მიიღებს.


26-02-2020, 05:07
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0