ხვალ, 11 ოქტომბერს, გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს.
ფლიკის შეგირდების დამარცხებას ამჯერად ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები შეეცდება.
გთავაზობთ გერმანელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აღნიშნული მატჩისთვის:
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჰოფმანი, ზულე, რუდიგერი, კერერი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, გნაბრი - ჰავერცი.