...

"უემბლი დიდი ხნის წინ იყო" - მიულერის ინტერვიუ

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, "რეკორდმაისტერის" ოფიციალურ ვებ-საიტთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თომას, იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ გუნდი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. მედია 2012/13 წლების სეზონთან ხშირად ატარებს პარალელებს. თქვენ გრძნობთ იმ სულისკვეთებას, რომელიც 2013 წელს იყო?
"შედარება მარტივია. თითქმის ყოველ გულშემატკივარს აქვს იმედი, რომ ასეთი დიდებული რამ კიდევ ერთხელ მოხდება, ჩვენ კი კლუბში უფრო რეალისტები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენც უმაღლესი მიზნები გვაქვს და ყველას გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ. ბოლო ფინალის შემდეგ 5 წელი გავიდა, მაგრამ ამას წინასწარ ვერასოდეს დაგეგმავ."

მერვედფინალურ ეტაპზე "ბეშიქთაში" 5:0 დაამარცხეთ. რას ელით საპასუხო თამაშში მომდევნო კვირას?
"ჩვენ მაგალითი უკვე გვაქვს - "ლაიფციგმა" სტამბოლში არსებულ ატმოსფეროს ვერ გაუძლო და წააგო. თუმცა ჩვენ 5:0 მოვიგეთ, ჩვენ "ბაიერნი" ვართ და მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ! პირველ შეხვედრაში წითელ ბარათამდეც ბევრი სივრცე გვქონდა შეტევაში, ამიტომ მეორე მატშიც დაველოდებით საკუთარ შანსებს. თურქეთში მოპოვებული უპირატესობას შესანარჩუნებლად არ ჩავდივართ - იქ დიდებული ატმოსფეროა და გვინდა, რომ კარგად ვიასპარეზოთ."

როდესაც ხამეს როდრიგესი მოვიდა "ბაიერნში", მას თქვენს ერთ-ერთ კონკურენტად განიხილავდნენ, მაგრამ ბოლო თამაშებში მოედანზე ერთად ბრწყინავთ. რამ გამოიწვია ეს?
"სიტუაციის რეალური ანალიზი არასოდეს მომხდარა. მხოლოდ იმიტომ, რომ ის იგივე პოზიციაზე თამაშობს და ანჩელოტის საყვარელი მოთამაშეა, ხალხმა ყველაფერი ასე აღიქვა და გადაწყვიტა. თუმცა ფაქტია, რომ ხამესი გუნდს იდეალურად მოერგო. ჰაინკესის მოსვლის შემდეგ ის ჩინებულად ათამაშდა და გუნდს ბევრი რამ შემატა. ჩვენ ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ, ვინაიდან ხამესი არის მოთამაშე, რომელსაც ბურთის განაწილება უყვარს, ხოლო მე - მიღება."

იუპ ჰაინკესმა ახლახანს შეგაქოთ და აღნიშნა, რომ თქვენნაირი მოთამაშე ევროპაში არ არსებობს. უკვე გაქვთ ჩამოკიდებული ეს გამოანათქვამი კედელზე?
"შენ ყოველთვის უნდა გაფილტრო ის ყველაფერი, რაც შენზე იწერება და გაანალიზო თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამას შენზე. ეს ეხება, როგორც ქებას, ისე კრიტიკას. ვიცი, რომ მაქვს თვისებები, რომლებიც გუნდს სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ხანი "ბაიერნის" მოთამაშე არ ვიქნებოდი. თუ საკუთარ თავს ინდივიდუალური კომპონენტების მხრივ როგორებიცაა სისწრაფე, დრიბლინგი, ორთაბრძოლები, დაბოლოვება, მსოფლიოს მასშტაბით ვინმეზე მაღლა დავაყენებ, მხოლოდ საერთო ჯამში და არა ცალ-ცალკე. ხშირად გამომდის აღმოვჩნდე იქ, სადაც საჭიროა, რაც ძლიერი ინსტიქტია და ჩემს მნიშვნელობას ზრდის. ამას შერეულ სამუშაოს დავარქმევდი."

როგორ იღებთ ასეთ ქებას?
"პირველივე დღიდან, როდესაც იუპ ჰაინკესი დაბრუნდა, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ის ყოველთვის გამამხნევებდა. ეს კარგი იყო და ქებამ, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედა. თუმცა მოთამაშე არასოდეს უნდა მოდუნდე და ყოველი მატჩი ისე ჩაატარო, როგორც უკანასკნელი. ამ შემთხვევაში გუნდისთვის რეალურად ფასეული ხდები. "ბეშიქთაშთან" პირველ თამაშში მთავარ მწვრთნელს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწია, ვინაიდან ყველა მწყობრში იყო."

თქვენ უკვე ყველაფერი მოიგეთ, მაგრამ ჯერ 28 წლის ხართ და ფორმის პიკში იმყოფებით.
"ეს არის ის, რასაც ყოველთვის მეუბნებიან (იცინის)."

რას ელით საკუთარი თავისგან?
"ჩემი კონტრაქტი 2021 წლამდე მოქმედებს, რაც ფეხბურთისთვის დიდი დროა. აქ თითოეული ჩვენგანის მიზანი წარმატებაა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც. ჩვენი თაობა 2013 წლისას არ ჰგავს, ჩვენ სხვა გზით უნდა წავიდეთ. "უემბლი" დიდი ხნის წინ იყო და ეს მაგიჟებს."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
თომას მიულერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა