ზედიზედ მეორე მარცხი ბაიერნი ბორუსიას 7 ქულით ჩამორჩა

ზედიზედ მეორე მარცხი ბაიერნი ბორუსიას 7 ქულით ჩამორჩა

მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დათმო და პოზიცია საგრძნობლად გაიფუჭა.

"რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის ლიდერ მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა და კონკურენტს უკვე 7 ქულით ჩამორჩა.

პირველ ტაიმში მიუნხენელები მომენტებს ქმნიდნენ და დომინირებდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ნახევრის სტარტზე კი ივან პერიშიჩმა "ბაიერნი" დებიუტშივე დააწინაურა.

თუმცა მასპინძლები არ გატყდნენ და ბენსებაინიმ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა. მატჩის მიწურულს კი ხავი მარტინესმა საჯარიმოში პლეა წააქცია, რასაც ესპანელის გაძევება და პენალტი მოჰყვა.

ბურთთან ბენსებაინი მივიდა, პენალტი ზუსტად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და "მ.ბორუსიას" ქამბექი შეასრულებინა - 2:1!

მიუნხენელები "მ.ბორუსიას" უკვე 7 ქულით ჩამორჩნენ და 24 ქულით მე-6 პოზიციაზე დაქვეითდნენ.


7-12-2019, 23:30
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0