მატჩამდე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მატჩს გამოტოვებენ.
ჰაიდენჰეიმი:
• მეთიას ჰონსაკი
• ბუდუ ზივზივაძე
ბაიერნი:
• მანუელ ნოიერი
• სვენ ულრაიხი
• ჰიროკი იტო
• ალფონსო დევისი
• დაიოტ უიპამეკანო
• ლეონ გორეცკა
• ჯამალ მუსიალა
არსენალმა კონტაქტი დაამყარა კინგსლი კომანის წარმომადგენლებთან და ინტერესი უკვე გამოხატა, თუმცა უშუალოდ ფეხბურთელთან ჯერჯერობით საუბარი არ ჰქონიათ.
კომანს ოფიციალურად არ განუცხადებია მიუნხენელთათვის, რომ წასვლა სურს. მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კომპანისთან, თუმცა მიუხედავად ამისა, ბაიერნი მზად არის ზაფხულში ფრანგი ვინგერის გაყიდვისთვის.
კლუბი ნებისმიერი წინადადების მოსმენისთვის გახსნილია - "რეკორდმაისტერი" აპირებს შემადგენლობის გაახალგაზრდავებას და განახლებას.
ლოთარ მათეუსი მაქს ებერლზე:
"მაქსისგან შეიძლებოდა სხვა ტიპის ტრანსფერები გვესურვა, განსაკუთრებით გაყიდვების კუთხით. ბუნებრივია, "ბაიერნსაც" სურდა, რომ ჯამალ მუსიალასა და ალფონსო დეივისის მოლაპარაკებებისას თანხის დაზოგვა მოეხერხებინა - ფული, რომელიც კლუბმა წლების განმავლობაში გამოიმუშავა და შეინახა. ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმისა, რომ ებერლი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ფლორიან ვირცზე მოლაპარაკებები გაიმართა ან ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესში მაქს ებერლი არ მონაწილეობს - მაგიდასთან ზიან წარსულიდან დარჩენილი ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გავლენა გუნდში. გარედან როგორც ჩანს, ებერლი საერთოდ არ არის ჩართული ამ გეგმებში.
ული ჰიონესს ვირცის ოჯახთან კონტაქტი უკვე ერთ წელზე მეტია აქვს. მასთან ერთად ამ საკითხს კარლ-ჰაინც რუმენიგეც მართავს.
ასეთი რაღაცეები ბოლო წლებში ჩვეულებრივი გახდა და ეს არც კლუბის შიდა ენერგეტიკისთვის არის კარგი."