ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა და ანგარიშით 0:4 გაანადგურა.
მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მე-60 წუთზე თომას მიულერმა გახსნა. 73-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, ზუსტად სამ წუთში კი ტიაგო ალკანტარამ მესამე გაიტანა.
საბოლოო შედეგი 84-ე წუთზე გუნდის ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან პერიშიჩმა დააფიქსირა ზუსტი თავური დარტყმით.
იხილეთ ვიდეომიმოხილვა: