"ბაიერნი" კი ელოდება, რომ ალფონსო დეივისი მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 7 თვეში შეძლებს. კანადელი მცველის სავარაუდო დაბრუნების თარიღი ოქტომბერია.
ალფონსო დეივისის აგენტმა, ნედალ ჰუოშემ, თავისი კლიენტის ტრავმის შემდეგ განცხადება გააკეთა და კანადის ნაკრების მხრიდან სიტუაციის მართვა გააკრიტიკა.
„მას საერთოდ არ უნდა ეთამაშა აშშ-სთან მესამე ადგილისთვის. გამიკვირდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, რადგან თავად თქვა, რომ მზად არ იყო. კანადის ფეხბურთის ასოციაციაში არსებული წყაროს ინფორმაციით, პარასკევს საღამოს მითხრეს, რომ ალფონსო არ დაიწყებდა მატჩს, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე წუთი მიეღო. მე განვუცხადე, რომ საერთოდ არ უნდა ეთამაშა.“
ჰუოშემ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯესი მარშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ტრავმა თავიდან ასარიდებელი იყო.
„ჩემი აზრით, მას ეს სიტუაცია უკეთ უნდა ემართა – ეს 100%-ით თავიდან აცილებადი იყო. ჯესი მარშმა უმაღლეს დონეზე იმუშავა და კარგად უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ ითამაშებენ, არ უნდა აიძულო თამაში. ნაკრებმა ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების მისაღწევად. გასაგებია, რომ მეტოქე აშშ იყო და გამარჯვება ყველას სურდა, მაგრამ ფეხბურთელების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა იდგეს.“
ჰუოშემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელების დაცვის მხრივ მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
„ნაკრებმა ფეხბურთელების დაცვა უკეთ უნდა უზრუნველყონ. ვიცი, რომ ალფონსო "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის ხელშია და მალე სრულად გამოჯანმრთელდება.“
"ბაიერნი" კი ელოდება, რომ ალფონსო დეივისი მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 7 თვეში შეძლებს. კანადელი მცველის სავარაუდო დაბრუნების თარიღი ოქტომბერია.