ნიკო უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ამჟამად „გაცივებულია“.
ის მხოლოდ კანდიდატთა სიაშია – ბაიერნი მიიჩნევს, რომ უილიამსი საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ მის წარმომადგენლებთან კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
მიუნხენელები ფულს ფლორიან ვირცის ტრანსფერისთვის ზოგავენ, რომელიც მათ მთავარ სამიზნედ რჩება და არ აპირებენ დიდი თანხის დახარჯვას იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს.