ფლუმინენსე და ლონდონის ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან, მიუნხენის ბაიერნი კი თავისი ბარიერის გადალახვას დღეს, 20:00 საათზე პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ეცდება.
ვენსან კომპანიმ პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ კომპლიმენტები არ დაიშურა და თქვა, რომ მისთვის პსჟ-სთან მატჩი შესაძლოა სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდ გამოწვევადაც კი ჩაითვალოს.
"პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და ბოლო პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. მომწონს, როცა მეტოქე საუკეთესოა, რადგან ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. პირადად ჩემთვის, შესაძლოა კარიერის ყველაზე რთული მატჩიც კი იყოს. პარიზი საოცრადაა განვითარებული, რომლის შესაჩერებლადაც გონივრულად უნდა დავიცვათ და შევუტიოთ, ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის."
"ციფრებსა და სტატისტიკებს დიდად არ ვუყურებ, მათი მოყვარული არ ვარ. ვიცი, რომ მათ ბევრ ინტერპრეტაციას აძლევენ, თუმცა საბოლოოდ მაინც ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."
"ჯამალ მუსიალა ჩვენთან არის და კარგია, რომ ბოკასთან თამაშის შემდეგ სახლში გამგზავრება არ მოუწია, თუმცა არ ვიცი თუ რამდენად იქნება ხვალ სასტარტო შემადგენლობაში. ამისთვის უნდა დავიცადოთ და მოვლენებს დავაკვირდეთ, ყველაფერი წინ გვაქვს."
"მენდეშისა და კვარაცხელიას თავიანთი ფლანგიდან შეჩერება იოლი არ იქნება, თუმცა კონისთვის (კონრად ლაიმერი) ასეთი დავალება პირველი არ იქნება. მან წინა სეზონში ამ პოზიციაზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა, რაც ბევრზე მეტყველებს. საბედნიეროდ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ფეხბურთელების თითქმის 100% არის მზადყოფნაში, რაც გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე სხვაგვარად იყო."
"უპირატესობის მოპოვება გოლის გატანით შეიძლება და თუ ეს შევძელით, მერე სხვა ნაბიჯებს გადავდგამთ. ევროპის ჩემპიონებს ვხვდებით და სრული ფოკუსირება გვჭირდება. საჭიროა გუნდურად თამაში და გუნდურადვე გამარჯვება", - თქვა კომპანიმ.