ლევანდოვსკიმ კარიერის ბაიერნში შესაძლო დასრულება განიხილა

ლევანდოვსკიმ კარიერის ბაიერნში შესაძლო დასრულება განიხილა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"აქ თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ და კლუბთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს.

როდესაც "ბაიერნში" თამაშობ, მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილი რჩება, სადაც შესაძლოა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდე.

უახლოესი 5-6 წელი კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში, "ბაიერნის" ღირსებას კი უკვე დიდი ხანია ვიცავ და ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია.

ახლა მხოლოდ მიუნხენზე ვარ კონცენტრირებული და მომავალში ჩემს თავს აქ ვხედავ. "ბაიერნი" აუცილებლად იქნება ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის", - განაცხადა 30 წლის პოლონელმა.

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენური კლუბის ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია.

მიმდინარე სეზონში პოლონელმა 34 თამაშში 29 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.


12-03-2019, 13:40
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0