დღეს გერმანიის თასის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, რითაც ფინალის საგზური მოიპოვა.
ანგარიში მატჩის სტარტზე ივან პერიშიჩმა გახსნა, რასაც სტუმრებმა 70-ე წუთზე გოლით უპასუხეს. თუმცა, 4 წუთში კარგი კომბინაცია რობერტ ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"რეკორდმაისტერი" თასის მოსაპოვებლად ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდება.
იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა: