მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ლაიფციგის" შემტევის, ტიმო ვერნერის, დამატების ალტერნატივას აღარ განიხილავს.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერი" ვერნერისთვის ბრძოლას თვითნებურად გამოეთიშა.
ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნის" ბოსები ვერნერში ხედავდნენ არა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს, არამედ მოთამაშეს, რომელიც მის ირგვლივ იმოქმედებს.
ამ ამპლუაში კი მიუნხენურ გრანდს თომას მიულერი და ხამეს როდრიგესი უკვე ჰყავს. შესაბამისად ერთ პოზიციაზე სამი მაღალი კლასის მოთამაშე ზედმეტია, ამიტომ "ბაიერნმა" ვერნერზე ამ ეტაპზე უარი თქვა.
ჯერჯერობით უცნობია ხამესის მომავალი კლუბში, ამიტომ ტიმო ვერნერის "ბაიერნში" ტრანსფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია.