გამოცდილი გერმანელი მცველი, ჟერომ ბოატენგი, სეზონის ბოლოს გუნდს აუცილებლად დატოვებს.
გერმანული გაზეთი "SZ" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა ჟერომს ახალი სეზონიდან გუნდში ვეღარ ხედავს.
მიუნხენურმა კლუბმა უკვე დაიმატა ორი უნივერსალური, მაღალი დონისა და ახალგაზრდა მცველი: ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი. გარდა ამისა, "ბაიერნი" აგრძელებს მატიის დე ლიგტზე ნადირობას.
ამჟამად "ბაიერნს" დაცვის ცენტრში ნიკლას ზიულე, მატს ჰუმელსი და ორი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. შესაბამისად, ბოატენგის ადგილი აღარ რჩება.
30 წლის გერმანელი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2011 წლიდან იცავს და "ბაიერნის" მაისურით 281 თამაში აქვს ჩატარებული.