მიუნხენური გრანდის ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, "ფრაიბურგთან" ფრის (1:1) შემდეგ საკუთარ თავს ადანაშაულებს.
"სამწუხაროა, რომ დღეს მეორე გოლი ვერ გავიტანე, ვინაიდან ბუნდესლიგაში ეს ჩემი მე-200 ბურთი იქნებოდა.
ბევრი მომენტი გვქონდა, კიდევ ორი ან სამი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა. მოვიგებდით მეორე ტაიმში ჩემი ერთ-ერთი შანსი რომ გამომეყენებინა. ამის გამო ძალიან ვწუხვარ", - განაცხადა 30 წლის პოლონელმა ფორვარდმა.
პირველ ნახევარში ლევანდოვსკიმ მშვენიერი ბურთი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეორე ნახევარში 100%-იანი მომენტები გაუშვა ხელიდან.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ 26 თამაშში 19 გოლი გაიტანა.