მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, ლუკა ერნანდესის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი.
"ასეთი მოთამაშის ხელში ჩაგდება საკმაოდ რთულია. ასეთ დროს საკმაოდ ბევრ კლუბთან გიწევს კონკურენცია. ის მადრიდში 12 წელი ცხოვრობდა, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა.
ლუკამ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა.ის ისევე, როგორც ჩვენ, ამ ტრანსფერს ელოდა.
ერნანდესს კარგი მენტალიტეტი აქვს, მოედანზე ორთაბრძოლებში ძლიერია და ბურთსაც კარგად იჭერს.
ის ახალგაზრდაა, მაგრამ საკმარისი გამოცდილება უკვე აქვს, თანაც ლუკა მსოფლიო ჩემპიონია", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
23 წლის უნივერსალური ფრანგი მცველი "ბაიერნმა" 80 მილიონ ევროდ გაიფორმა და მასთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.