ლევანდოვსკი შესაძლოა ბაიერნში კიდევ დიდი ხანი დავრჩე

ლევანდოვსკი შესაძლოა ბაიერნში კიდევ დიდი ხანი დავრჩე

მიუნხენური გრანდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, "ფრაიბურგთან" მატჩის (1:1) შემდეგ თავის მიღწევასა და მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"200 გოლი - ძალიან ბევრია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ ნიშნულს მივაღწევდი.

იუპ ჰაინკესმა თქვა, რომ მხოლოდ 250 ბურთამდე ავალ? იქნებ 300? არასოდეს მითქვამს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ამ ციფრებამდე ჯერ ბევრი მიკლია.

თავისუფლად წარმომიდგენია, რომ "ბაიერნში" კიდევ დიდი ხნით დავრჩე", - განმარტა 30 წლის პოლონელმა.

ბუნდესლიგის გასულ ტურში ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგაში თავისი 199-ე ბურთი გაიტანა და ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილს იკავებს. წინ მხოლოდ მანფრედ ბურგსმიულერი (213), იუპ ჰაინკესი (220), კლაუს ფიშერი (268) და გერდ მიულერი (365) არიან.

ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.


1-04-2019, 21:31
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0