მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა კარიერას მერსისაიდულ "ლივერპულში" გააგრძელებს.
ესპანელი ნახევარმცველი "რეკორდმაისტერის" რიგებში 2013 წლიდან ირიცხებოდა და მას შემდეგ კლუბთან ერთად 7 ბუნდესლიგა და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
"მუდამ ბაიერნის მადლობელი ვიქნები. ბავარია ყოველთვის ჩემი სახლი იქნება." - წერს ტიაგო სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, ალკანტარა "ლივერპულს" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.