ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, "დერ კლასიკერის" ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

დღეს, ბუნდესლიგის 28-ე ტურში, მიუნხენელებმა შინ დორტმუნდის "ბორუსია" 5:0 გაანადგურეს და პოლონელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.

ლევანდოვსკის "დერ კლასიკერებში" უკვე 15 ბურთი დაუგროვდა და ის ამ დაპირისპირების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

რობერტმა ლეგენდარული გერდ მიულერის შედეგი (14) გააუმჯობესა და საინტერესოა, რომ ამ 15 გოლიდან 14 "დერ კლასიკერში" მიუნხენელების მაისურით გაიტანა, ხოლო "ბორუსიას" შემადგენლობაში - მხოლოდ ერთი.

რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან იცავს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 20 გოლია.


7-04-2019, 01:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0