მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა, გუშინდელი ფანტასტიკური "დერ კლასიკერის" შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი შეაქო.
"ის არანორმალურია, მსოფლიოში საუკეთესოა! მას ყოველ სეზონში 20-ზე მეტი გოლი გააქვს, ამიტომ ჩვენ არ ვიცით თუ რამხელა ზეწოლას უძლებს ის.
ვულოცავ ჩემს თანაგუნდელს, რობერტი - ძალიან კარგი მოთამაშე და თანაგუნდელია.
ჩვენ წინ ბევრი რამ გველოდება და იმედი მაქვს, ლევა სეზონის ბოლოს ტიტულების მოპოვებაში დაგვეხმარება",- განაცხადა 30 წლის ესპანელმა.
მიუნხენელებმა დორტმუნდის "ბორუსია" სახლში 5:0 გაანადგურეს და პოლონელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის უკვე 20 ბურთი დაუგროვდა და ის საუკეთესო ბომბარდირია.