5 ოქტომბერს ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება და როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნი" ამ დრომდე რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებს.
გამოცემა Sky Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" უკვე გაიფორმა კატალონიის "ესპანიოლის" ვარსკვლავი, მარკ როკა და გუნდი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუნხენელებმა 23 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადეს და კიდევ 6 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
როკამ "ესპანიოლის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და მიუნხენში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.