მიუნხენური გრანდის ლეგენდარულმა ფრანგმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ 36 წლის ფრანგს ყატარის "ალ-სადში" სურს გადასვლა.
ეს სეზონი "ბაიერნის" ორი ეპოქალური გარემარბისთვის, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერისთვის, უკანასკნელი იქნება.
36 წლის ფრანგს სხვა კონტინენტებიდან რამდენიმე შეთავაზება უკვე ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, რიბერი ფინანსურად ყატარული კლუბით უფრო მოიხიბლა.