მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა "კიოლნთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ყველა გუნდი ცდილობს, რომ ჩვენს წინააღმდეგ კარგად ითამაშოს. სიმართლე გითხრათ, "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშზე მარტივი არაფერია. ეს ემოციური მომენტია და ყველა 100%-ის გაღებას ცდილობს."
"გუშინ ფეხბურთელების უმრავლესობამ ძალები აღიდგინა. დღეს კი სავარჯიშო სესიაზე ყველა გამოცხადდა და ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ."
"ზედიზედ ოთხი გასვლითი მატჩის ნაცვლად ვისურვებდი, რომ ერთი საშინაო არენაზე ჩაგვეტარებინა. თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. სეზონის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ რთული გრაფიკი გველოდა."
"ზირკზე გასულ დღეებში გარკვეულ ტკივილებს გრძნობდა. თუმცა, ახლა კარგადაა. ნიჭი მხოლოდ საკმარისი არ არის, ის საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობს."
"იმედი მაქვს, დავიდი ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მან იცის მიუნხენში არსებული სიტუაცია და ხვდება, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდში თამაშობს. იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს."
"სამივე ცენტრალური მცველი სრულ მზადყოფნაშია. ჟერომმა ტრავმა მოიშუშა და მზადაა დაგვეხმაროს, ნიკლასი კი დაბრუნების შემდეგ ყოველდღიურად უმატებს." - აცხადებს ფლიკი.